კოალიცია

კოალიცია "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად არის(VIDEO)

ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნების პირველი ოქტომბრისთვის დანიშვნა „ქართული ოცნებისთვის“ სასიხარულო ცნობაა, რადგან ის სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხებას და კოალიციის გამარჯვებას უკავშირდება.
„მზად ვართ იმისთვის, რომ არჩევნები იყოს 1 ოქტომბერს, ძალიან გვიხარია. ეს 60 დღე, რასაკვირველია, არის გაწერილი, ყველაფერი მიმდინარეობს ჩვენი გეგმის მიხედვით",-განაცხადა ფანჯიკიძემ.