კოალიციის წევრებმა დასახლებაში მცხოვრებთა პრობლემების აღწერა აწარმოეს და მოსახლეობას ის ინფორმაცია მიაწოდეს, რასაც ხელისუფლება და სამთავრობო არხები საგულდაგულოდ უმალავენ. ბიძინა ივანიშვილის მიერ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარი მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს. ამ მიზნით შექმნილია მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც კარდაკარ სიარულის პრინციპით აღწერს მიდის თუ არა გადარიცხული თანხა დაზარალებულებთან.