ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის სცენარის ერთ-ერთი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება. ის დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალური კომისიის მიერ გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.
ფოცხიშვილის გარდა საორგანიზაციო საკითხების განხილვას აგრეთვე სოზარ სუბარი, კახეთის გუბერნატორი და ასევე შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილი ესწრებოდა.
როგორც ბასა ფოცხიშვილი აღნიშნავს, ინაუგურაციისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ რთული სამუშაოებია ჩასატარებელი, დიდი ჯგუფი იმუშავებს.
„ეს იქნება ჩემთვის უდიდესი პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ გავაკეთო პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართულიც და ევროპულიც. ძალიან დიდი ჯგუფი არის, რომელიც იმუშავებს, იმიტომ რომ ეს რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს და არის რთული გასაკეთებელი," - განაცხადა რეჟისორმა, ბასა ფოცხიშვილმა.