თაკო ჩარკვიანიას გამოხმაურება გვანცა ყუფარაძის ფეისბუქ პოსტზე.
“გვანცა ყუფარაძის წერილი წავიკითხე. მართლა საოცრებაა ეს ცხოვრება. დედაჩემი მახსოვს ( და ვის არ ახსოვს) მთელი არსებით რომ იცავდა და დღემდე ბოლო წამამდე იცავს..
გვანცა ძვირფასო არ იღელვო.. ბევრჯერ ახსენა შენი სახელი ჩემმა ოჯახმა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდა. აღარასოდეს შენს სახელს აღარ ვახსენებ. არსებობს რაღაც, რასაც მე ვერასოდეს გავიგებ და ამით ბედნიერი ვარ.
არსებობს ხელშეუხებელი ადამიანური დამოკიდებულება, შენ მაშინ გიცავდა დედა, როდესაც მას თვითონ ყველაზე მეტად სჭირდებოდა დაცვა.. მე ეს მახსოვს და ეს შენც გახსოვს. გიცავდა არასრუწლოვან გვანცა ყუფარაძეს. შენ რა ადამიანად და მოქალაქედ ჩამოყალიბდი – შენი საქმეა. მე კი ვხედავ როგორც ჩამოყალიბდი. რაც არ უნდა იყოს იმედია ასი წლის შემდეგ გავარჩევთ დავაფასებთ და არ უარვყოფთ სიკეთეს, უანგაროს და თავგანწირულს, რომელსაც ბუნებრივად გამოხატავდნენ თაკო და ჯანსუღი შენს მიმართ.
მაგალითად მოგიყვანა, როგორც ნიმუში იმისა რომ ადამიანი უსამართლობას ყოველთვის, ყველგან, ყველა ხელისუფლების დროს უნდა ებრძოდეს.
ახლა მე ვებრძვი უსამართლობას და მე გპასუხობ.
მეც მაქვს იმ სამართალის შეგრძნება, რომელიც თუნდაც შენთან დაკავშირებით მქონდა და ახლაც მაქვს. მე მინდა შენ გითხრა, რომ უსამართლო ხარ იმ ადამიანის მიმართ, ვინც შენს გამო ათას კაცს უპირისპირდებოდა, მთელი ოჯახით და მარტო იყო.
ყალბად დაცვას რაც შეეხება – იმ ადამიანებს დაეცავი ვინც მაშინ ხმას ვერ იღებდა – იმ ხელისუფლების სკამებს იყვნენ და ახლა ამ ხელისუფლების სკამებს არიან ჩაჭიდებულნი)
ნუ ღელავ. ის რაც იყო- დარჩება. მარტო ამ ქვეყანაზე კი არ არის სამართალი, შენს სახელს კი ნამდვილად, მე პირადად, აღარ ვახსენებ.”– წერს თაკო ჩარკვიანი.