17 წლის წინანდელი ბრძანებულება არის დრომოჭმული, მას თავისი აქტუალობა დაკარგული აქვს

17 წლის წინანდელი ბრძანებულება არის დრომოჭმული, მას თავისი აქტუალობა დაკარგული აქვს

17 წლის წინანდელი ბრძანებულება არის დრომოჭმული, მას თავისი აქტუალობა დაკარგული აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს იმ ბრძანებულებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღის ღონისძიებებია განსაზღვრული.

„ბრძანებულება N 386, რომელიც ხელმოწერილია პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ, 2001 წლის 27 სექტემბერს, განსაზღვრავს სახელმწიფო და სამთავრობო უწყებების პროტოკოლის ქცევის წესებს, ასევე 23-ე მუხლი განსაზღვრავს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესებს. ის არ განსაზღვრავს პოლიტიკას. იმ ბრძანებულებაში არის რამდენიმე ფრაზა, ერთი, რომ ინაუგურაცია უნდა გაიმართოს პარლამენტის შენობაში და პარლამენტი ახლა არის ქუთაისში. მეორე – იქ საუბარი არ არის საერთოდ პრემიერ-მინისტრზე, იქ საუბარია სახელმწიფო მინისტრზე და რა ვქნათ, ჩვენ რომ მივყვეთ ბრძანებულებას, რომელიც წლების განმავლობაში ცვლილებების შემდეგ გამოუსადეგარია და შეუძლებელია, რომ ამ ბრძანებულების გამოყენება, ასეთ შემთხვევაში?! თუ მივსდევთ ამ ბრძანებულებას, მაშინ უნდა ავირჩიოთ სახელმწიფო სისტემა, მაშინ როდესაც სამართლებრივი ვერტიკალი დაფუძნებულია კონსტიტუციის უპირატესობაზე. კონსტიტუციამ თავისთავად შეცვალა ეს ბრძანებულება. 17 წლის წინანდელი ბრძანებულება არის დრომოჭმული, მას თავისი აქტუალობა დაკარგული აქვს. ასეთ შემთხვევაში მთავრობამ უნდა მოიღოს ახალი ბრძანებულება”, – განაცხადა ჟვანიამ.