“კარგი ამბავი მაქვს – დღეს ჰააგაში 123 სახელმწიფოს წარმომადგენლის მხარდაჭერით, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა დირექტორატში აირჩიეს. სულ ხუთი წევრია ამ დირექტორატში და ერთ-ერთი იქნება საქართველოს წარმომადგენელი”, – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყების ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება, რადგან საქართველოს ამით ეძლევა შესაძლებლობა არაერთი ქვეყნის და პირველ რიგში, დაზარალებულთა უფლებების აღდგენაზე იზრუნოს! გოჩა ლორთქიფანიძე -ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილე, არის ის ადამიანი, რომელიც წლებია დიპლომატიურ სამსახურში დგას. ამ პოზიციით შევცვალეთ ბოსნია ჰერცოგოვინას წარმომადგენელი. ვუსურვებ მას წარმატებას ამ პოზიციაზე!”, – განაცხადა წულუკიანმა.