“ახლადარჩეულ პრეზიდენტს ჰქონდა კონსულტაციები პირველ პირებთან და შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ ინაუგურაცია იქნება თელავში”, – ეს კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა მედიასთან საუბარში გააკეთა.
“16 დეკემბერს გაიმართება ინაუგურაცია. გუშინ საღამოს მე დამევალა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში მქონოდა თათბირი ყველა უწყებასთან, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელეწიფება ამ საკითხების ორგანიზება. ამავდროულად, ადმინისტრაციაში მუშავდება პრემიერის ბრძანების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს კომისიის წევრებს, ინაუგურაციისთვის, რომლებიც იმუშავებენ სცენარზე. ამ საკითხების ორგანიზება. ჩვენ კონსულტაციები რეჟისორთან დაკავშირებითაც. ამ საკითხში ბევრი სამინისტროა ჩართული, ასევე უსაფრთხოების კომპონენტი. რაც შეეხება სცენარს, ეს იქნება კონკრეტულ ადამიანებთან ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული, ეს მომსახურება. კომისია შექმნილი არ არის, ამიტომ ხარჯები ჯერ არ დათვლილა.
ახლადარჩეულ პრეზიდენტს ჰქონდა კონსულტაციები პირველ პირებთან და შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ ინაუგურაცია იქნება თელავში.
ჩვენ ვიცით 2001 წლის ბრძანებულება, სადაც განსაზღვრულია რუსთაველი, პარლამენტის შენობა, რომელიც მდებარეობს რუსთაველზე და იმ პირთა წრე, რომელიც უნდა დაესწროს პრეზიდენტის ინაუგურაციას, მათ შორის სახელმწიფო მინისტრი. შესაბამისად, ალბათ თქვენც მოგეხსენებათ პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულება არ არის ჰარმონიაში დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან. მუშავდება ინაუგურაციის ჩატარების წესი და ამის თაობაზეც გეცნობებათ. იქ წერია, რომ ინაუგურაცია იმართება რუსთაველზე მდებარე პარლამენტის შენობაში, კონსტიტუციის შესაბამისად კი პარლამენტი ქუთაისშია, ასევე წერია რომ პრეზიდენტის ფლიგელში, ახლადარჩეულ პრეზიდენსტ ხვდება სახელმწიფო მინისტრი, რომლის თანამდებობა ამჯერად საერთოდ არ არსებობს, გაუქმებულია”, – განაცხადა კახიშვილმა.