აკაკი ზოიძე: ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია

აკაკი ზოიძე: ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის კაკი ზოიძის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია, რადგან მოლაპარაკება მოთხოვნების წამოყენებასა და მერე კაპიტულაციაზე თანხმობის მოთხოვნას არ ნიშნავს.

აკაკი ზოიძე ვადამდელი არჩევნებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა:

„თუ რეალურ კონსულტაციებზე საუბრობენ, მზად ვართ, იმ ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც საარჩევნო პროცესში დაფიქსირდა. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ დიალოგისთვის, რომ ერთობლივად უკეთესი არჩევნების ჩატარება შევძლოთ. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. თვითონაც კარგად იციან, რომ ეს აზრს მოკლებულია და ამაზე საუბარი არასწორია, რადგან საარჩევნო ციკლები არსებობს. ვადამდელი არჩევნების საფუძველს ვერ ვხედავ. პროპორციული სისტემის შანსი ჰქონდათ და ახლა ბრალის აქეთ გადმოტანა, არაეთიკურია. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი სჭირდებათ, თითქოს, ხელისუფლებას შეუვალი პოზიცია უჭირავს, მაგრამ მაშინ დემოკრატია გავაუქმოთ, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ და პარლამენტში პარტიები პირდაპირ მაგის მიხედვით დავნიშნოთ”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.