”ნუ გასცემთ პასუხს იმ მოღლიცინე ბანძებს, ვინ ასე გაახარა იმ ადამიანის გარდაცვალებამ”

”ნუ გასცემთ პასუხს იმ მოღლიცინე ბანძებს, ვინ ასე გაახარა იმ ადამიანის გარდაცვალებამ”

მომღერალი მაია დარსმელიძე, სოცალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და იმ ადამიანებზე საუბრობს ვინც ამ ფაქტით (როგორც დარსმელიძე აღნიშნავს გახარებულები დარჩნენ.

”ნუ გასცემთ პასუხს იმ მოღლიცინე ბანძებს, რომლებიც იმ ადამიანის, რომლის გარდაცვალებამ ასე გაახარა, ფრჩხილის ფასიც არ არიან… ქვევით, კომენტარებში შევკრიბავ ყველაფერს, რაც ფიდში მხვდება, იქნებ მოკრან თვალი იმ უსუსურებმაც და დაფიქრდნენ, როგორი არაფრისმთქმელი და ნაცრისფერები არიან თავიანთ არაფრისმთქმელ, ბანძ, ბოღმიან და ნაცრისფერ სიცოცხლეში…

პ.ს.: არ მინდა კომენტარები, მსგავსი სქრინები თუ გაქვთ – დადეთ, გაეცნონ”- წერს მაია დარსმელიძე.