“ხელისუფლებამ თვითიზოლაციის რეჟიმში თუ გააგრძელა, მოღვაწეობა შეიძლება, ფატალურად დაასრულოს”

“ხელისუფლებამ თვითიზოლაციის რეჟიმში თუ გააგრძელა, მოღვაწეობა შეიძლება, ფატალურად დაასრულოს”

გია ხუხაშვილი ოპოზიციის ერთიან მოთხოვნას ეხმაურება, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ხუხაშვილის თქმით, ეს არის მთლიანად ოპოზიციის მოთხოვნა და არა ერთი კონკრეტული პარტიის. განცხადება ანალიტიკოსმა გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

„ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით არის სრულ იზოლაციაში. შესაბამისად, თუ კეთილგონიერად მოიქცევიან, მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება პრინციპით, ჩათრევას ჩაყოლა სჯობს, დასთანხმდნენ ამ ყველაფერზე,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის შეფასებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი არ იქნება. ხუხაშვილის თქმით, მოსახლეობა ახალ პოლიტიკურ პარტიას ეძებს და ერთი წელი არ არის საკმარისი, რომ რომელიმე ძალა მოძლიერდეს.

“მე არ ვარ დარწმუნებულლი, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს, პოლიტიკოსებს რომ თავი დავანებოთ. არჩევნები აჩვენებს ერთ რამეს, მთელი პოლიტიკური ელიტა ხელისუფლებიან ოპოზიციანად არის ღრმა კრიზისში. ამომრჩევლის დიდი სეგმენტი ეძებს სრულიად ახალ არჩევანს სუფთა ფურცლიდან. იმისათვის, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრები ჩამოყალიბდეს, ამას გარკვეული დრო ჭირდება.

1 წელი საკმარისი დრო არის. ჯობს დრო მივცეთ ამ შეთავაზებას, რათა მოძლიერდეს და 2020 წლისთვის მულტიპარტიული დემოკრატიის მშენებლობა დავიწყოთ. რას გულისხმობს ოპოზიცია, რომ 2020  წლამდეც მოძლიერდება? კურსები უნდა გაიარონ? თუ არაფერი შეიცვალა, რასაც აკეთებენ დღეს, იმას გააკეთებენ 5 წლის შემდეგაც. თუ გვინდა მულტიპარტიული დემოკრატიის დამყარება, რატომ უნდა დავიცადოთ 4 წელი? ხელისუფლების ამოცანაა, რომ რეგიონებში მყოფი ყანდურების ფონზე მაჟორიტარები ჩაიდონ ჯიბეში. იგივე ამოცანა ქონდა წინა და იმის წინა ხელისუფლებას. თუ ხელისუფლებამ დაიწყო ფეხების ბაკუნი და არ შეიცვალა საარჩევნო სისტემა, ეს მმართველ გუნდს იმხელა პოლიტიკური ფასი დაუჯდება, რომ შეიძლება, სამეულს მიღმა დარჩეს. ხელისუფლებამ თვითიზოლაციის რეჟიმში თუ გააგრძელეს მოღვაწეობა, შეიძლება, ფატალურად დაასრულოს”, – განაცხადა ხუხაშვილმა