გრიგოლ ვაშაძეს ახალი ბრძანების გაუქმება გერმანიიდანაც მოსთხოვეს. მიუნხენში მცხოვრებმა ქართველი ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და საგარეო საქმეთა მინისტრის ის გადაწყვეტიელება გააპროტესტეს, რომლითაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის პროცედურა გაუმკაცრდათ. ანუ საკონსულო აღიცხვების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, შედეგად ემიგრანტებმა ხმის მისაცემად საკონსულოში საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა უნდა წარადგინოს. ამ ცვლილებას გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეეები საარჩევნო უფლების შეზღუდვად აფასებენ.