ნუკრი ქანთარია:

ნუკრი ქანთარია: "სააკაშვილი მასხარა გახდა, თუ თავი აქვს ჩამოვიდეს"

თავი თუ აქვს სააკაშვილს, ჩამოვიდეს და მატროსოვზე კუთვნილი ადგილი დაიკავოს - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და მას "მასხარა" უწოდა.

"ნიკა გვარამია ყოფილი პროკურორია. ეს არის შხამით გაბერილი გაბოროტებული ადამიანია. სააკაშვილი კი მასხარა გახდა, ოღონდ საშიში მასხარა, რადგან იქიდან რაღაც არაკანონიერ განცხადებებს აკეთებს. ბოლო ხანებში რაღაცა შეცვალა. თუ თავი აქვს ჩამოვიდეს და მატროსოვზე თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს. "რუსთავი 2"-იც, რომელიც პარტიის დანამატია და მოკლედ, ეს ყველაფერი აზელილია ერთმანეთში. გვარამია კიდევ ამ ყვყელაფერს ხელმძღვანელობს.როდემდე გაგრძელდება ეს, ვნახავთ", - განაცხადა ქანთარიამ "მეტრონომთან" ინტერვიუში.