“ქართული მარშის” წევრი ბექა ვარდსოსანიძე “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და უფლებამდაცველს ნანა კაკაბაძეს შორის მომხდარ ინციდენტს სოციალური ქსელის გვერდზე ეხმაურება.
”თავდასხმა რუსთავი 2 ჟურნალისტებზეო!
”რუსთავი 2” ჟურნალისტები გამოაგდეს კერძო ოფისიდან. გვარამია ითხოვს რომ სასწრაფოდ დაისაჯონ მოძალადეები!
ეს რომელი გვარამია მთვარისა ნავერიანს რომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა?!
მეგობრებო, ”რუსთავი 2” რომ თქვენ ბინაში ან სამსახურში რომ შემოვარდეს დაუკითხავად, რას იზამთ?
ყურადღება! მოძრაობამ “არა ნაციზმს” გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც კარგად ჩანს ”რუსთავი 2” ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი 10 წუთის შემდეგ როგორ ბრუნდება ოფისში. ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, როგორ ამოდის კიბეზე და ოფისის შესასვლელ კართან როგორ დებს ვიდეოკამერის ვითომდა დაზიანებულ ხუფს, ხოლო ნიკა გვარამია ტრაგიკული ტონით აცხადებს, რომ თურმე მათი ვიდეოკამერა დაზიანდა და გამოუსადეგარია. არადა სწორედ ამ ვიდეოკამერით არის გადაღებული და ”რუსთავი 2”-ზე გასული არაერთი კადრი ინციდენტის შემდეგ. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა ”რუსთავი 2-”მა საკუთარი სახე”, – წერს ბექა ვარდოსანიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე.