სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება

სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ინაუგურაციაზე უცხოური დელეგაციების იქნება მიწვეული.

„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში. მინდოდა, პირველს მე მეთქვა. უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ დაესწრება. ინაუგურაციას დაესწრება, რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილიც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.