თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებების ადგილების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს დღეებში მიიღებს. კახა კალაძემ ჟურანლისტ ირაკლი ჩიხლაძის კითხვას უპასუხა, თუ სად დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და სად ჩატარდება საახალწლო ღონისძიებები.
„უახლოეს მომავალში მოგახსენებთ ჩვენს გადაწყვეტილებას თუ სად დაიდგმება მთავარი ნაძვის ხე. მე ვიცი, რომ პატარები ძალიან ელოდობიან საახალწლო ნაძის ხის ანთებას, მიიღონ ინფორმაცია იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით გაიმართება. მათ უახლოეს დღეებში მივაწვდით სრულ ინფორმაციას რა თეატრალური წარმოდგენები მოეწყობა, რა კონცერტები იქნება და ა.შ…,“ – განაცხადა კახა კალაძემ.