ყველაზე კარგად თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ ამ კითხვას, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ყვითელი ბარათი აჩვენა ამომრჩეველმა ხელისუფლებას?“ – ამ კითხვით მიმართა ტელეწამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ თბილისის მერს, კახა კალაძეს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ , რაზეც რესპონდენტმა უპასუხა:
ამაზე გუნდის სახელით ვისაუბრე, როდესაც პირველი ტური დასრულდა და ბრიფინგი გავმართე. მოქალაქეების მხრიდან ეს იყო ერთგვარი გზავნილი „ქართული ოცნების“ მიმართ. იყო გარკვეული საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა და შესაბამისად, გამოსაფხიზლებლად ძალიან კარგი იყო, რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო, ნამდვილად არავინ ელოდა ამ შედეგს, თუმცა, მეორე ტურში, ისევ მოქალაქეებთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით დაიდო შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო…
რაც შეეხება ზოგადად საკადრო თემას, მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა, ამას თუ ახლავს ერთგულება ეს ძალიან კარგი და მხოლოდ მისასალმებელია, სხვანაირად შეუძლებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა. უკეთესობისკენ ბევრი რამე უნდა შეიცვალოს, თუ საკადრო ცვლილებებია საჭირო, აუცილებლად უნდა განხროცილედეს. საჭიროა სწრაფი რეაგირება, რომ მოქალაქეებმა დაინახონ შედეგები! მათ უნდა დაინახონ, თუ რა მიმართულებით მიდის პარტია „ქართული ოცნება“, რაც ცვილებებს აპირებს, როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო და ა.შ… ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი! ,“ – განაცხადა კალაძემ.