აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე შეშფოთებას გამოთქვამს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე შეშფოთებას გამოთქვამს

ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეშფოთებას გამოთქვამს იმ მრავალრიცხოვან დარღვევებზე, რომელიც საქართველოში  საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა. 

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახლა ყურადღებით აკვირდებიან, თუ როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია.

"აშშ მკაფიოდ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოს ნატო-ში მომავალს. საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო რეფორმებში უზარმაზარია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიარა. შეშფოთებულნი ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ, თუმცა ახლა ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია და ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ტესტი იქნება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.