"სააკაშვილი არის ფაქტორი, ჩემდა სამწუხაროდ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით“

"ჩვენ სად ვართ?! - გაყალბებული არჩევნები, მაფიოზური ხელისუფლება, ქვეყანა ჭაობში, ადამიანის ხმა აღარ ისმის, უფრო ისმის ბაყაყების ყიყინი. 2020 წელი არის სანიშანსვეტო გადასაწყვეტი. მგლის შიშით ცხვრის გაწყვეტა დავიწყეთ. სააკაშვილის შიშით, ქვეყნის განვითარებაზე ვთქვით უარი. ვისაც ეშინია, სააკაშვილის იმას ეშინოდეს.

არის ერთადერთი საკითხი სადაც ოპოზიცია უნდა მორიგდეს, ეს არის საარჩევნო გარემო და შემდეგ რიგგარეშე არჩევნები. ამაზე ჩვენ მზად ვართ ყველა ოპოზიციურ ძალასთან სასაუბროდ.

ხელისუფლებავ, შეცვალეთ საარჩევნო გარემო, რადიკალურად გამოცვალეთ საარჩევნო ადმინისტრაცია და ჭკუაზე მოდით, თორემ ყველაფერი დამთავრდება ისე როგორც ბევრჯერ - ყველა ერთის წინააღმდეგ", -განაცხადა სანიკიძემ გადაცემა "რეაქციაში".