ზურაბიშვილმა თელავი აირჩია იმის ნიშნად, რომ ყველას ინტერესის დაცვაზე იზრუნებს, - გორგილაძე

ზურაბიშვილმა თელავი აირჩია იმის ნიშნად, რომ ყველას ინტერესის დაცვაზე იზრუნებს, - გორგილაძე

„ყველაფერს შეიძლება მისცე რაიმე დატვირთვა და სიმბლური ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. თუკი თელავშია, რატომაც არა...

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში ვაშაძემ გაიმარჯვა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არის ყველას პრეზიდენტი, განურჩევლად იმისა, ვინ მისცა ხმა," - აცხადებს სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება, - ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდს ინაუგურაციის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ქალაქ თელავში „ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურში წააგო. პირველ ტურში ზურაბიშვილმა ხმების 32.79% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 50.12%; მეორე ტურში ზურაბიშვილმა 48.81%, ვაშაძემ კი - 51.19% მიიღო.

გორგილაძის თქმით, ზურაბიშვილის მთავარი ამოცანა ქართველი ერის გამთლიანებაა და არ აქვს მნიშვნელობა, მას მხარი ვინ დაუჭირა და ვინ არა.

„მან ამოცანად დაისახა ერის გამთლიანება და გაერთიანება. ამ თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ თელავში წააგო, თელავი აირჩია ნიშნად იმისა, რომ მისთვის ყველა თანაბარი და თანასწორია და ყველას ინტერესის დაცვაზე იზრუნებს," - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ