"საიდან მოიტანეს ეს სისულელე" - იყო თუ არა ჯანრი კაშია ზურაბიშვილის შვილის ნათლია?

ჯანრი კაშიას და სალომე ზურაბიშვილის თვისებებზე საუბრობს. ვეტა კაშია კატეგორიულად უარყოფს საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჯანრი კაშიასა და სალომე ზურაბიშვილს ნათელმირონობა აკავშირებთ. საზოგადოებაში გავრცელებულ ამ მოსაზრებას ვეტა კაშია სისულელეს უწოდებს.

„ახლა რომ ამბობენ, ჯანრი სალომეს ბავშვების ნათლია იყოო, საიდან მოიტანეს ეს სისულელე არ ვიცი, სალომე ძალიან მორწმუნეა, საფრანგეთში ქართული ეკლესია მამამისის დაარსებულია. ყველა წესი კარგად იცის", - ამბობს "ასავალ - დასავალთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის მული.

ჯანრი კაშიას და გამოცემასთან აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავალი მეუღლე - ჯანრი კაშია, პარიზში, მაშინ გაიცნო, როდესაც ზურაბიშვილი მეუღლეს უკვე დაცილებული იყო. მისივე თქმით, მაშინ, 1982 წელს, ჯანრი კაშია პარიზში მოსკოვიდან ჩავიდა.

„სალომემ და ჯანრიმ ხელი 90-იან წლებში მოაწერეს", - აცხადებს ვეტა კაშია.