ახლობლების თქმით, ნიკა რურუას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია

ახლობლების თქმით, ნიკა რურუას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია

ახლობლებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ნიკა რურუას გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

როგორც რამდენიმე ახლობელმა განაცხადა, ნიკა რურუას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.

„არ მახსოვს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ დაეჩივლოს. მაქსიმუმ წნევას ან გაციებასთან თუ შეუწუხებია", - აღნიშნავენ პოლიტიკოსის ახლობლები "ინტერპრესნიუსთან".

მათივე ინფორმაციით, ნიკა რურუა სახლში დედამ იპოვა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ექიმებს რურუა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის პარლამენტის მე-6 მოწვევის დეპუტატი და კულტურის მინისტრი იყო.