მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით, ხორციელდება საპოლიციო საქმიანობის მნიშვნელოვანი გადააზრება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში პრევენციის კომპონენტის გაძლიერება.
ეს არის "საზოგადოებაზე ორიენტირებული პილიციის" მიდგომის ბრწყინვალე მაგალითი, როდესაც პილიციის საქმიანობა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა განიხილება როგორც საზოგადოებრივი სერვისის განხორციელება... როდესაც პოლიციელები, უბნებზე მათი ხილვადობით, საზოგადოებასთან მჭიდრო თამაშრომლობით, პარტნიორობით და ადგილზე კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებით ახორციელებენ სამართალდარღვევის პრევენციას და კონკრეტული ლოკაციების უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.
ამ მოდელის შემოღებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იდგმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლური დემოკრატიების სამართალდამცავი სისტემების საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის კუთხით.