"სააკაშვილს აქვს რიგი დაავადებები, ფობიები და მისთვის ოთხ კედელში ყოფნა კატასტროფაა" - მოროშკინა

ჟურნალისტმა, პიარ- ტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ მედია-კავშირ - „ობიექტივის" ეთერში განცხადა, რომ ხელისუფლებამ ფუნდამენტურად უნდა გამოიძიოს „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებები და მისივე თქმით, კონკრეტულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

„უნდა დაიწყონ დამნაშავეების დასჯა!!! პრაქტიკულად ჯოხი მხოლოდ ორ ადამიანზე გადატყდა, მერაბიშვილსა და ახალაიაზე, გეგონებათ დანარჩენები ფრთიანი ანგელოზები არიან... მინდა გითხრათ, რომ ამ ორმა ადამიანმა აიღო მთელი ის სიმძიმე, რაც პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს უნდა ეტარებინა, - აქაც ჩანს მისი სიმხდალე... მან გაიშვირა თითი ამ 2 ადამიანისკენ, თქვა, რომ თვითონ არაფერ შუაში არ არის... მას აქვს რიგი დაავადებები, ფობიები და მისთვის ოთხ კედელში ყოფნა კატასტროფა იქნება. როდესაც დიდ ბრძოლაში შედიხარ, ციხეში ყოფნაც უნდა შეგეძლოს და არ შეგეშინდეს არც იმ ოთხი კედლის და არც რეალური ბრძოლის. სააკაშვილი თავისი ბუნებით მხდალი ადამიანია და მან აიღო ხელი თანაპარტიელებს შეაწმინდა ", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.