"სიამოვნებით მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, მაგრამ პრეზიდენტობას ვერა" - ვაშაძე

სალომე ზურაბიშვილს დიდი სიამოვნებით მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტების კითხვაზე, მიულოცავს თუ არა და როდის, სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას:

"საქართველოში ჩატარდა კრიმინალური ტერორის და მასთან შეზრდილი კორუმპირებული ბიუროკრატიის და ოლიგარქის სპეცოპერაცია. ტოტლაური გაყალბებით და ტოტლაური ზეწოლით. შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ ჩატარებულად და არასოდეს არ ვაღიარებთ შედეგებს. გამომდინარე აქედან, საქართველოს არა ჰყავს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ჰყავს მარტო ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ, მაგრამ მის მოქალაქეობრივ უფლებას თუ საჭიროა დავიცავ" განაცხად გრიგოლ ვაშაძემ.