ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, თოდუა - ვინ შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე?

ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, თოდუა - ვინ შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე?

წლის ბოლომდე უზენაეს სასამართლოს შესაძლოა ახალი თავმჯდომარე ჰყავდეს. ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე ძალაში ახალი კონსტიტუცია შევა, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარეს არა პრეზიდენტი, არამედ იუსტიციის საბჭო ასახელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად კულუარებში ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა განიხილება.

თოდუა 2006 -2012 წლებში - სააქციო საზოგადოება ,,ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე; სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი იყო.

2007-2012 წლებში - სააქციო საზოგადოება ,,ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

კიდევ ერთ კანდიდატად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა განიხილება. გვრიტიშვილი 2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2012-2016 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამასთანავე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

მესამე კანდიდატი მიხეილ ჩინჩალაძეა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.