“თქვენ რომ მოხვედით მაშინ ცხინვალში პრობლემა ფაქტობრივად მოგვარებული იყო, ხალხი დაბრუნებული იყო, ავტობუსები თბილისიდან ცხინვალის გავლით დადიოდა რაჭაში,“ – ამის შესახებ განცხადება ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“ “ნაციონალების” საპასუხოდ განაცხადა, რაც შოთა მალაშხიამ გააპროტესტა და თქვა, რომ „ეს ნაძირლური განცხადებაა“, თემას ეთერში მწვავე დაპირიპისრება მოჰყვა.
„ამათ რა უნდა ელაპარაკო?! – 160 კაცი ქუჩაში დახვრიტეს, ცხინვალი და აფხაზეთი საერთოდ მოსპეს საერთოდ, 60 000 კაცი დაბუნებული იყო, ხალხო, თქვენ გესმით ოჩამჩირეზე იყო ლაპარაკი?!
აფხაზეთის და ცხინვალის საქმე მიიყვანეს იქამდე, რომ ახალგორიც დაუმატეს ზემოდან, კოდორის ხეობაც დაუმატეს და აღიარა რუსეთმა…
და ის ახალგაზრდები, რომლებიც ამათ ყურს უგდებენ და რაღაც სჯერათ ამათი, აი, მათზე მტკივა გული, ეს იყო ნაძირალა ნაც.ბანდა, ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდა, ციხეებში პატიმრებს აწამებდა, სტატისტიკა არსებობს- 144 კაცი ციხეში ყოველ წელს იყო მოკლული, რომელთაც ჰქონდათ წამების კვალი.
ახალგაზრდებს მივმართავ, შვილებო, ამ ნაძირალა ნაც.ბანდას ნუ უჭერთ მხარს, გაანალიზეთ რა ხდებოდა…”, – განაცხადა ოთხმეზურმა.