თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ იმას, რასაც ნიკა გვარამია აკეთებს კატეგორიულად მიუღებელია.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ძალადობა, მე ყოველთვის ვგმობდი და ვგმობ ძალადობას, კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის ბულინგი, რასაც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აკეთებს ყოველდღიურ რეჟიმში. ყოფილი გენპროკურორი ნიკა გვარამია მთელი საარჩევნო კამპანიის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ემუქრებოდა ჩარეცხვით, იმუქრებოდა ყველას, დაგთვლითო. ვინ უნდა დათვალოს გვარამიამ ან ვინ უნდა ჩარეცხოს გვარამიამ?" - თქვა თბილისის მერმა.