რამდენი იქნება სალომე ზურაბიშვილის ხელფასი?

რამდენი იქნება სალომე ზურაბიშვილის ხელფასი?

ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მსგავ­სად, ყო­ველ­თვი­უ­რად 6 900 ლარი იქ­ნე­ბა. ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს ოდე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სით მე-9 ად­გილ­ზეა. 

"პრე­ზი­დენ­ტის შემ­ცი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი მის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხზე არ იმოქ­მე­დებს. ზო­გა­დად, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხი მო­წეს­რიგ­და კა­ნო­ნით, რო­მე­ლიც იან­ვარ­ში ამოქ­მედ­და. ეს კა­ნო­ნი არ გუ­ლის­ხმობს პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს ცვლი­ლე­ბას, ანუ იგი­ვე სარ­გო აქვს, რაც აქამ­დე ჰქონ­და. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან ამოქ­მედ­დე­ბა, არა­ნა­ი­რად არ გუ­ლის­ხმობს პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის ხელ­ფა­სის ცვლი­ლე­ბას" - გა­ნა­ცხა­და "ამბებთან" სა­უ­ბარ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გი­ორ­გი კა­ხი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის სხვა ხარ­ჯებს, მივ­ლი­ნე­ბა­სა და სა­რე­ზერ­ვო ფონდს - ეს 2019 წლის ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ კა­ნო­ნით რე­გუ­ლირ­დე­ბა, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც პარ­ლა­მენ­ტში მსჯე­ლო­ბა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ბი­უ­ჯეტ­ზე კენ­ჭისყრა უნდა მოხ­დეს მაქ­სი­მუმ დე­კემ­ბრის მე­სა­მე პა­რას­კევს და სწო­რედ ახა­ლი ბი­უ­ჯე­ტი გან­სა­ზღვრავს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ხარ­ჯებს.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონდს, 2019 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მისი მო­ცუ­ლო­ბა წინა წლე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად 5 მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2018 წელ­საც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ბი­უ­ჯე­ტი­დან 9 800 000 ლარი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, 2017 წელს კი გა­ცი­ლე­ბით მეტი - 13 194 600 ლარი.