უკრაინელი დეპუტატი სკანდალში ეხვევა. თბილისში მყოფმა რადის დეპუტატმა და ბატალიონ დონბასის ყოფილმა მეთაურმა, სემიონ სემენჩენკომ დაადასტურა, რომ ის პოლონეთში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია "ქრონიკას" ერთ-ერთმა უკრანელმა მედიაექსერტმა მიაწოდა და თქვა, რომ სააკაშვილ-სემენჩენკოს შეხვედრა ნოემბრის დასაწყისში ვარშავაში გაიმართა, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა მას მებრძოლების რამდენიმე ჯგუფის თბილისში გაგზავნის ორგანიზება სთხოვა.
სემენჩენკო შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ისინი სხვა საკითხებს განიხილავდნენ. თბილისში დაკავებულ ბატალიონ დონბასის წევრებს და ასევე საქართველოს ერთ მოქალაქეს, რომელიც ასევე დონბასის მებრძოლია, ბრალი ოფოციალურად დღეს წაუყენეს.
ისინი სამართალდამცველებმა გუშინ იარაღითა და საბრძოლო მასალით თბილისში დააკავეს.