"ხმა ვაშაძეს მივეცი, მაგრამ პრეზიდენტად და მთავარსარდლად ვცნობ ზურაბიშვილს" - მასხარაშვილი

ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილმა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი იმიტომ თუ ამიტომ არის ამ ქვეყნის მთავარსარდალი:.

“მიუხედავად იმისა, რომ ხმა მივეცი გრიგოლ ვაშაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის “ოცნების” მოწინააღმდეგე ვიყავი, მე, რა თქმა უნდა, ვცნობ საქართველოს მთავარსარდლად და პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს. დღეს რომ ომი დაიწყოს და სალომე ზურაბიშვილმა მობილიზება გამოუცხადოს, არის აქ ისეთი, ვინც არ წავა საქართველოს დასაცავად, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს არ აღიარებს?! გამორიცხულია ეს. სალომე ზურაბიშვილი იმიტომ თუ ამიტომ არის ამ ქვეყნის მთავარსარდალი!” – განაცხადა მასხარაშვილმა.