თაკო ჩარკვიანმა საგანგებო ბრიფინგზე კალაძის გადადგომა მოითხოვა

თაკო ჩარკვიანმა საგანგებო ბრიფინგზე კალაძის გადადგომა მოითხოვა

თაკო ჩარკვიანი ქუთაისის აეროპორტში მასსა და მის ოჯახზე მომხდარ თავდასხმას ბრიფინგით გამოეხმაურა და ისაუბრა იმ განცხადებაზე, რომელიც თბილისის მერმა ინციდენტზე საუბრისას გააკეთა.

თაკო ჩარკვიანმა კახა კალაძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა:

"ჩვენ დღეს შევიკრიბეთ ცემთვის უკვე ბრჭყალებში ქალაქის მერის შემზარავი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო, რომელიც მან დაახლოებით ორი საათის წინ გააკეთა, მან პრაქტიკულად მოახდინა შემდგომი ესკალაცია და მოუწოდა დაჯგუფებებს მომავალი ოჯახების შევიწროვებისკენ. ვკითხულობ მის ამონარიდს, „რასაც დასთესავ, იმას მოიმკი", ჩვენ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებს შევატყობინებთ ამ ყველაფერს, პრაქტიკულად გააპრავა ბოროტმოქმედება დედაქალაქის მერმა, ვინაიდან მისი თანამშრომელი არის დავით მაჭავარიანი, რომელიც არა თუ მონაწილე ორგანიზატორიც არის ამ ყველაფრის, რაც შეეხება გორგოძეს, რომელიც ბანდერლოგად ჰყავდათ გამშვებული, ის ჩაერთო, თორემ დამწყები არის კირვალიძე, ჩანს კადრებშ როგორ მოსდის კონფლიქტი მაჭავარიანს ჩემს მეუღლესთან, მოგვიანებით ის აჩერებს გორგოძეს, ამ ინციდენტზე კიდევ უარესი განცხადება იყო დღეს ქალაქის მერის განცხადება, ეს არის რუსული კორუფციული მართვის ტიპის სახელმწიფო, რომელიც შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომ წავედი მე 2012 წელს ოპოზიციაში,რ ადგან გინდოდათ ბევრი ბანდერლოგი ტანამდებობებზე, რომლებსაც თანხას გადაუხდიდით და შემდეგ გაყდდდით ამ ქვეყანას, თუ იყო 400 ათასი ამომრჩეველი, ტქვენ ნახეთ, რომ ეს ამომრცეველი 800 ათასი გახდა.

საქართველოში ქალაქის მერი მოუწოდებს რომ 800 ათასი ამომრჩეველი შევიწრივდეს და დევნილები გახდნენ საკუთარ ქვეყანაში? ამიტომ ჩავრთავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პირველ რიგში ვითხოვთ ამ ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო ქალაქის მერის გათავისუფლებას, აღარ ვსაუბრობთ მაჭავარიანზე, რომელიც არ შეიძლება დარჩეს თანამდებობაზე, ეს არის წარმოუდგენელი აღვირახსნილობა და ველი შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირებას. ჩემი ჩვენება მიცემულია, გორგოძეზეც, მაჭავარიანზეც და კერვალიძეზეც, რომელმაც შემომტავაზა ქვეყნიდან წასვლა", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.