“არ მჯეროდა, რომ ირინა ენუქიძის ცრემლიანი თვალები არ გაახსენდებოდათ და იმ ხახვებს და კარტოფილებს არ დაუშენდნენ მიშაიან ეკრანს”

“არ მჯეროდა, რომ ირინა ენუქიძის ცრემლიანი თვალები არ გაახსენდებოდათ და იმ ხახვებს და კარტოფილებს არ დაუშენდნენ მიშაიან ეკრანს”

ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალია. აღნიშნული შეფასებით ჟურნალისტი, გუშინ, თბილისის მთავარ გამზირზე “ნაციონალურმა მოძრაობის” მიერ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა:

“რა უსირცხვილოდ გაიყიდა თავი ე.წ.”გაერთიანებულმა ოპოზიციამ” და მიტინგზე გამოამჟღავნა, რომ მიშა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის ფილიალია”, – დაწერა ელიაშვილმა, პოსტის კომენტარებში კი დასძინა: – “აქამდე მეგონა,რომ მიშასები არ იყვნენ, მაგრამ არც ის მეგონა, რომ ასე უსირცხვილოდ გაიფარჩაკებდნენ თავს”

“არ მჯეროდა, რომ შვილმოკლული მამების მართლაც აუტანელ გასაჭირზე მოლაპარაკე შეკრებილებს, უზარმაზარ ეკრანზე, მიშა სააკაშვილის გამოჩენისას ირინა ენუქიძის ცრემლიანი თვალები არ გაახსენდებოდათ და იმ ხახვებს და კარტოფილებს არ დაუშენდნენ მიშაიან ეკრანს, რომელიც ჯოხებზეწამოცმული დროშასავით ეჭირათ ხელში გრიგოლ ვაშაძესაც და სხვებსაც… ამით ის გამოაჩინეს, რომ არც ეგენი გამოიძიებენ არაფერს… ცარიელი დაპირებაა მაგათი ლაქლაქი… აშკარა და ცხადი გახდა, რომ ე.წ “გაერთიანებულებიც ” მხოლოდ ხელისუფლებისთვის იბრძვიან და არა სამართლიანობისთვის