რანაირად გამოდის თან კომუნისტობა, თან შევარდნაძისტობა, თან მიშისტობა და თან ზვიადისტობა, ეგ ვერ გავიგე ვერაფრით!

რანაირად გამოდის თან კომუნისტობა, თან შევარდნაძისტობა, თან მიშისტობა და თან ზვიადისტობა, ეგ ვერ გავიგე ვერაფრით!

პოლიტიკური პარტიების მკვლევარი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ენმ” -ის ლიდერები ხშირად ახსენებენ ხოლმე “სულმნათ ზვიადსა და მერაბს” და მათი მონაპოვარის დაცვისთვის თავგამოდებულ ბრძოლას გვპირდებიან.

ზვიადისა და მერაბის დისიდენტური საქმიანობის დროს პრეზიდენტობის 20%-ის სხვაობით დამარცხებული კანდიდატი საბჭოთა საგარეო უწყებაში ს-ი-ა-მ-ა-ყ-ი-თ მსახურობდა, მისი ოჯახის წევრი კი საქართველოს საბჭოთა მთავრობის მინისტრი გახლდათ.

პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეები შევარდნაძის პოლიტიკურ ჯგუფს დღემდე “ხუნტისტებად” და “პუჩისტებად” მოიხსენიებენ. 1995 წელს, სწორედ ამ ხუნტისტებისა და პუტჩისტების საპარლამენტო ლიდერი იყო საქართველოს ექს-პრეზიდენტი და “ენმ” -ის მრავალი სხვა მოწინავე წევრი.

დანარჩენ ჭანჭიკებზე აღარ დავწვრილმანდები.

ჰოდა, რანაირად გამოდის თან კომუნისტობა, თან შევარდნაძისტობა, თან მიშისტობა და თან ზვიადისტობა, ეგ ვერ გავიგე ვერაფრით!”, – წერს ლორთქიფანიძე.