"ვინც რას დასთესს, იმას მოიმკის" - აცხადებს "ოცნების" გენ. მდივანი და თბილისის მერი თაკო ჩარკვიანის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას
ამ განცხადებით კალაძემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისის საკრებულოს პროტოკოლის ხელმძღვანელს, დავით მაჭავარიანს, რომელიც ინციდენტის ერთ ერთი მონაწილეა
„დათო უპატიოსნესი ადამიანია მართლა. მაგ ადამიანზე კარგის მეტი არაფერი შემიძლია. ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის, თუმცა ძალიან სამწუხაროა და მე ამაზე ყველა გამოსვლაში მივუთითებდი, რომ კატეგორიულად მიუღებელია რაც ხდებოდა . პირდაპირ ეთერიდან დედის გინებაზე იყვენენ გადასული და არავის უნდა გაუკვირდეს,რომ ვიღაცა შეურაცხყოფას მიაყენებს. რასაც დასთეს იმას მოიმკი-ხომ იცით ეს გამონათქვამი. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, კატეგორიულად მიუღებელია ბულინგი, რასაც თქვენი გენერალური დირექტორი, მხედველობაში მაქვს გვარამია, ყოფილი გენპროკურორი, რასაც ის აკეთებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ემუქრებოდა ჩარეცხვით, იმუქრებოდა ყველას დაგთვლითო, ვინ უნდა დათვალოს გვარამიამ," - ამბობს კალაძე.