ჩემი ოჯახის წევრებზე ვინც იძალადებს, პასუხს გავცემ უმძიმესად, არ დავურეკავ პატრულს, რადგან აღარ ვენდობი პატრულს და არც შსს-ს, პირდაპირ გეუბნებით, დაგიხვრეტთ ფეხებ
- ეს განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „განსხვავებული აქცენტების" პირდაპირ ეთერში ქუთაისის აეროპორტში მომხდარი
ინციდენტის შეფასებისას გააკეთა.
„არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ, იარაღის ტარების უფლებაც მაქვს და ვატარებ. ჩემს შვილებსა და ცოლს, ვინც ჩემთან ერთად არის, გადაწყვეტთ, რომ იძალადოთ ან რაიმე გააკეთო
ისეთი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ფეხებს დაგიხვრეტთ. პირდაპირ გეუბნებით ამ ეთერიდან. გაფრთხილებთ.
აბსოლუტურად კონკრეტული გადაწყვეტილება მაქვს მიღებული: როგორც კი მოახლოვდებით და რამეს გადაწყვეტთ ისეთს, რაც კანონს აღემატება, ფიზიკურ ძალადობაზე გადახვალთ
თქმით რაც გინდათ, ის თქვით, ფეხებზე მკიდია თქვენი ნათქვამი, ორ იმდენს გიპასუხებთ - დაგიხვრიტავთ კოჭებს. პირდაპირ გეუბნებით - დაგიხვრიტავთ კოჭებს. არ მიეკაროთ ჩემს
ოჯახს და აზრადაც არ მოგივიდეთ, მომეკაროთ - დაგიხვრიტავთ კოჭებს. ვინც გინდათ, ის იყავით და რამდენიც გინდათ. ყველას გეყოფით. რისთვის დავათრევ ამდენი წელია ამ იარაღ
ტარების უფლება მაქვს სიცოცხლის ბოლომდე", - განაცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის გენერალურმა დირექტორმა.
ნიკა გვარამიას მუქარას "ნაციონალური მოძრაობის" მმართველოს პერიოდში მოკლული ბუტა (ამირან) რობაქიძის დედა ია მეტრეველი ეხმაურება:
"გვარამიას მუქარაზე რატომ არ გაქვთ რეაქცია? ჩემს ოჯახს რომ შეეხეთ და ერთადერთი შვილი მომიკალით, მე როგორ მოგექცეთ, გულები ხომ არ დაგიხვრიტოთ? თუ არ ხართ
ამის ღირსნი?! თქვენ თავზე გასულო მკვლელებო! დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი თორემ მოთმინების ფიალა აივსო უკვე," - წერს ია მეტრეველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.