მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს სოციალურ ქსელის მეშვეობით მიმართავს:
"ქ/ბ პუბლიცისტკა! თქვენ, კი გინახავთ ჩემზე უკეთესი არტისტები სცენაზე, რაზეც მეც გულწრფელად გეთანხმებით და მეტიც, პირადად მაქვს ჩემზე კარგ არტისტებთან შეხება სცენასა თუ ცხოვრებაში, მაგრამ აი, მე, არასდროს მინახავს არსად, თქვენნაირი უმადური, გაიძვერა, ყალბი, უნიჭო, პროვინციელი და მართლა მთელი არსებით ფულის მონა!!!
P.S. არ დაიწყოთ ახლა ქალია და ა. შ.
თან ისეთებმა სალომე ზურაბიშვილს რომ აგინებდით დედას დღე და ღამე. ან კიდევ ისეთებმა, მისი მისამართით ნათქვამი "ჩა**კა" რომ გააპრავეთ!!!
და კიდევ: თუ გაინტერესებთ მოღალატის ყველანაირი ახსნა და მისი არსი, ამაზე დიდი ნიმუში, არსად მოიძიება როგორიც ქ/ბ პუბლიცისტკაა!, - წერს ბიბინეიშვილი.
მსახიობი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩარკვიანის ძმას 5 ოპერაცია დაუფინანსა ისრაელში, ხოლო მამა - ჯანსუღ ჩარკვიანი მისგან ყოველ თვე 5000 დოლარს იღებდა და მისი დასაფლავების ხარჯებიც გაიღო.
"ქ-ნო თაკო, ვინაა ბიძინას მონა?
თქვენ ძმას 5 ოპერაცია დაუფინანსა ისრაელში, ძმა გაგიცოცხლა, მამათქვენი იღებდა მისგან 5 000-ს, მისი დასაფლავების ხარჯები გაიღო, მიხვედით მამაჩემის ხელფასი დედაჩემს დაუტოვეთო .... კიდევ რამდენი არ ვიცით... და ჩვენ ვართ ბიძინას მონები?
აბა, დაფიქრდით ! (ქმარი კი მილიონერი გყავთ , უხერხული ხომ არაა ?)" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი რუსუდან ყიფიანი.