„კონსტიტუცია დაიკიდეთ, სისხლი დაღვარეთ სხვისიც და თქვენიც, გამითავისუფლეთ ტახტი და მეც ჩამოვალო“

„კონსტიტუცია დაიკიდეთ, სისხლი დაღვარეთ სხვისიც და თქვენიც, გამითავისუფლეთ ტახტი და მეც ჩამოვალო“

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ადეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

„აპოკალიფსი დღეს!

თუ ყველაფერი შედარებითია ,მაშინ ბაჩო ახალაია მიშასთან შედარებით მართლაა ცოტნე, რავაც ნაცებმა უწოდეს.

სამი ათასი რეგვენი ბღაოდა ფილარმონიაში იმ ბელადის მოწოდებაზე ევროპაში რომაა უხიფათოთ მოყუჩებული და სკაიპით მოუწოდებდა ბარიკადებზე.

თქვენ კონსტიტუცია დაიკიდეთ, სისხლი დაღვარეთ სხვისიც და თქვენიც გამითავისუფლეთ ტახტი და მეც ჩამოვალო.

ეს ფენომენი სერიოზულ გამოკვლევას იმსახურებს, რათა დადგინდეს მიზეზები ერის ამხელა ნაწილის მორალური დეგრადაციის და ინფარქტივით გაახალგაზრდავებული დემენციის.

განსაკუთრებით ქალებში! ზვიადიდან მოყოლებული, კერპთაყვანისცემლობა მიშასთან კიდე უფრო მახინჯ ფორმაში გადავიდა.

თუ გამსახურდია უბოროტო კაცი იყო და ევროვნულობასთან დააკავშირეს, რასთან დააკავშირეს სააკაშვილი?

ორი ძირითადი მიზეზი ნათელია:

სააკაშვილმა შანსი მისცა პერვერსიულ კაცთმოძულე ადამიანებს რეალობად ექციათ ეს ვნებები.

შესულიყვნენ სპეცრაზმებში, პოლიციაში, ციხის ადმინისტრაციაში და განა მარტო დაუსჯელად დაეკმაყოფილებინათ, ეს ვნებები პირიქით, პრემიებიც აეღოთ.

იმათ კი ვინც ვერ ბედავდა ამდენს, უბრალოდ გამხდარიყვნენ პარტიის წევრები ვერბალურად ეძალადათ და გამხდარიყვნენ ამ დიდი მიზანტროპიის მონაწილენი.

დიდი ორგიის, სადაც პიროვნება მასაში ითქვიფება და ასე იცილებს პასუხისმგებლობას!!

არის ნაწილი, რომლებმაც სააკაშვილის მოსწავლე ახალგაზრდობისას არც თუ გამორჩეული ყმაწვილის ამხელა აფრენაში საკუთარი თავი ისე გააიგივეს, როგორც სერიალებში ჩაკარგულებმა ამოჩემებულ პერსონაჟებთან!

ცალკე თემაა ქალები! როგორც ცნობილია ყველაზე სასტიკი ტერორისტები ქალები არიან იდეურები და დაუნდობლები.

საქართველოში კი იდეა სუბლიმაციამ ჩაანაცვლა!

აქედან ფარული ლტოლვა ლიდერისადმი, რომელიც მათ გვერდით მდგომ კაცებთან შედარებით კიდე უფრო ესურვილებათ.

ეს სურვილი და დაკმაყოფილებული პერვერსია განსჯის და დანახვის უნარს ნულად აქცევს!

ყოველგვარი შეხება ამოჩემებულ ობიექტთან მორიგი ულუფაა ნეტარების განცდის ! არაფერი არ იძლევა ისეთ სასიამოვნო განცდას როგორც შენი იდიოტიზმი, რომელსაც სარჩული მოუპოვე, ხოლო თუ ეს სარჩული პატრიოტიზმად გაასაღე მითუმეტეს!

რაც შეეხება ელიტას აქ სულ,სხვანაირადაა საქმე

ეს არის ანგარიშიანი, უსულგულო არსებების ნაკრები რომლებსაც არ სწამთ ის ცხოვრება არც ღმერთი და აქედან გამომდინარე სიკეთე და მოყვასის სიყვარული სისულელედ მიაჩნიათ.

ამიტომ ყველაფერზე მიდიან მათვის გაუგებარი მიზეზების გამო მოცემული ცხოვრება რაც შეიძლება მეტად მაძღრად და სხეულის თუ ავადმყოფი სულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში გაატარონ!

სასაცილო და სატირალია, რომ ქვედა ფენები თვითონაც სძულთ მისიანია თუ არა! შტერებად და გამოსაყენებელ მასალად თვლიან.

ამის დასტურია ამსტერდამიდან მოწოდება მე გავიყვანე ცოლი და შვილი, მეც უხიფათოდ ვარ და აბა ჰე თქვენ მიდით შეუტიეთო!!

რაც შეეხება იმ მასას რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს მიღმაა, ესენი უბრალოდ არარაობები არიან და მათზე შეჩერებაც არც ღირს!" - წერს ლევან ადეიშვილი.