გია ხუხაშვილი: ვინმეს აქვს ილუზია, რომ ხელისუფლება ნაცმოს გაასამართლებს?

გია ხუხაშვილი: ვინმეს აქვს ილუზია, რომ ხელისუფლება ნაცმოს გაასამართლებს?

"კონფორმიზმის ზღვრული ფორმაა, როდესაც რაღაც შეუსრულებელი მოთხოვნის შესრულების იმედით აკეთებ არჩევანს. რომ არ სრულდება, მერე გაბრაზებას გამოხატავ სამზარეულოში (მაქსიმუმ ფეისბუქში). შემდეგ არჩევნებზე ზუსტად იგივეს იმეორებ და ასე უსასრულოდ. ვინმეს აქვს რეალურად იმის ილუზია, რომ ხელისუფლება ნაცმოს გაასამართლებს? მე მგონი არა. თავის მოტყუება კონფორმიზმის შესაფუთად უებარი საშუალებაა. რაც მთავარია, უფასო და მრავალჯერადი გამოყენების". წერს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.