"ხისტია, უკარება, ჯიუტი, მაგრამ სალომეც ადამიანია, გული ატკინეს" - მსახიობი პრეზიდენტთან მეგობრობაზე

ქართული თეატრის ცოცხალი ლეგენდა თამარ სხირტლაძე ქვეყნის პრეზიენტად ახალარჩეული სალომე ზურაბიშვილთან მეგობრობაზე ჰყვება:

"რუსთაველის თეატრში, სადაც სალომე წინასაარჩევნოდ მსახიობებს შეხვდა, ცოტა დამაგვიანდა და წარმოიდგინეთ, ყველა მე მელოდა, მანამდე არ დაიწყეს სიტყვით გამოსვლები, ვიდრე არ მივედი. ძალიან გამიკვირდა და დიდი უხერხულობა ვიგრძენი...

არ მიყვარს ფამილარობა, მიუხედავად იმისა, რომ სალომე მეგობრად მთვლის, არ მჩვევია დავურეკო, მივადგე და თავი მოვაბეზრო... არავის ეგონოს, რადგან სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მივალ და რამეს ვთხოვ.

კარგად ვიცი მისი ხასიათი! ცოტა ხისტია, უკარება, ძალიან ჯიუტი და პირდაპირი! არავის ენას არ მოუჩლექს, მაგრამ სალომეც ადამიანია და ბუნებრივია გული ბევრ რამეზე ეტკინა, მაგრამ არ იმჩნევდა. არავისთვის უღირსი პასუხი არ გაუცია, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვებს საძებნად ხელს ჯიბეში არ ჩაიყოფს!  აი, რას ნიშნავს ევროპელობა! ჩვენ ალბათ მაინც პროვინციელები ვართ, თორემ მამაკაცები ამდენ უღირს საქციელს არ იკადრებდნენ! ან იმ გოგომ როგორ უნდა იცხოვროს საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან სალომეს რომ აგინა?! ვერ წარმომიდგენია მას როდესმე ვინმე პატივისცემით მოეპყრას!" - განუცხადა "კვირის პალიტრას" თამარ სხირტლაძემ.