პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გუშინ ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება და გამოთქვამს ეჭვს რომ შესაძლოა დაკავებულები დაკავშირებული იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ მიტინგებთან.
“ფაქტია, რომ ეს არის სპეციალური, გაწვრთნილი მებრძოლები, შესაბამისი იარაღით და მასალებით. ამ თემაზე შინაგან სააქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოებამ უნდა გააკეთონ შესაბამისი განცხადება. ვფიქრობ, მათი ჩამოსვლა დაკავშირებულია იმ მიტინგებთან, რასაც აანონსებს მიხეილ სააკაშვილი და ეს ე.წ. ლიდერები, რომლებიც დღეს რუსთაველზე არიან შეკრებილი. ბევრმა მათგანმა დარწმუნებული ვარ ამის შესახებ არ იცის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.