გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ქეთა გაბიანი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე კარავს დადგამს და არ დაუშვებს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართოს.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე ხალხი პერმანენტულად უნდა მოძრაობდეს.
„პირადად მე, დავიდგამ კარავს, მშვენიერი კარავი მაქვს. აბა რა ვქნათ? ისე ვერ იგებენ, იყოს აქ პერმანენტული აქციები და მოძრაობა. რა ინაუგურაცია? მაქვს მეგაფონი, ჩემი პირადი და იმდენს ვიყვირებ, მთელ ორკესტრს ჩავახშობ“,- განაცხადა ქეთა გაბიანმა.
რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დღეს გაიმართა.