ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით დღეს რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებულ აქციას აფასებს.
"ბევრი რამე გავიგე დღევანდელი აქციიდან:
1. საქართველოს პრეზიდენტი ყოფილა გრიგოლ ვაშაძე,
2. მურმან დუმბაძეს "ჩერეზ" იღლია ტვინიც გახმობია,
3. გამარჯვებული გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს,
4. იგივე გრიგოლი "ნაცების" დროს დაბეჭდილ ყალბ პირადობებს აფრიალებს, იმდენს იზამს, გიორგი ვაშაძეს დააჭერინებს,
5. აქციაზე მისული 2 თუ 3 ათასი ილუზიონისტი ამტკიცებდა, 800 ათასი ვართო. თან იძახდნენ: აუუუუ, აუუუუ,აუუუუო!
6. არმაზ ახვლედიანს ზემოთ, სადღაც ტრაკში ყურება დაავალეს და თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებდა.
ისე, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სულაც არ იყო საჭირო, გზის იქითაც კარგად დაეტეოდნენ!
საერთო ჯამში, ორგანიზებას არაუშავდა, ყველა კარგად იხეოდა ნაკერავზე!"- წერს გელა ზედელაშვილი.