„ერთს ამბობს სააკაშვილი, მეორეს ამბობს ვაშაძე,  ტაქტიკა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ“

„ერთს ამბობს სააკაშვილი, მეორეს ამბობს ვაშაძე, ტაქტიკა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ“

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით ჩატარებას მოითხოვს. ამ მოთხოვნით გამართულ მანიფესტაციას რუსთაველის გამზირზე არ შუერთდებიან „ევროპული საქართველო", „თავისუფალი დემოკრატები" და „რესპუბლიკური პარტია".

როგორც „რეზონანსთან" „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, „რესპუბლიკური პარტია" გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია" ინიციატივებისა და მოთხოვნებისადმი სოლიდურული რჩება და ეთანხმება მოსაზრებას, რომ შესაცვლელია საარჩევნო გარემო, საარჩევნო სისტემა და საარჩევნო პროცედურები.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ სოლიდარულები ვართ ამ განახლებული ინციატივის, რომელიც მკაფიოდ გამოხატა „ნაციონალურმა მოძრაობამ", ანუ ვადამდელი არჩევნების პროპორციული პრინციპით ჩატარების იდეის. რაც შეეხება აქციას, ეს ორგანიზაციული საკითხია. ერთს ამბობს სააკაშვილი, მეორეს ამბობს ვაშაძე და ალბათ ტაქტიკა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ.

„უნდა აღიაროს თუ არა ოპოზიციამ არჩევნების შედეგი, ესეც გაერთიანებული ოპოზიციის გადასაწყვეტია", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.