"ოლიგარქმა დაგვიმტკიცა, რომ ბილბორდზე სტაფილო რომ დახატოს, სტაფილოს აარჩევინებს გაჭირვებულ ქართველს"

"გაერთიანებული ოპოზიცია" აქცია რუსთაველზე გრძელდება."ძალა ერთობაშია" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, რომელიც პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით უნდა ჩატარდეს.

აქციის მონაწილეებს პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა მიმართა.

‘’ლეგიტიმურობის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს აქციები, რადგან მე ჩამოვთლი, რა აკადრეს ჩვენს ქვეყანას.

ოლიგარქმა დაგვიმტკიცა, რომ ბილბორდზე სტაფილო რომ დახატოს, სტაფილოს აარჩევინებს გაჭირვებულ ქართველს.... ვინც აიძულეს, ვინც დააშინეს, ვისაც ოჯახებში შეუვარდნენ, მათ გამო ვდგავართ დღეს ქუჩაში.

ეს აქცია ღირსების აქციაა, რადგან მომავალ თაობას უნდა ვუთხრათ, რომ არჩევნები - ეს არის ხმა უმთავრესი პიროვნებისა. შენ თუ ხარ ინდივიდი, უნდა დარჩე შენი ხმის არჩევის უფლებით. დღეს საქართველოში იუველირული გეგმით, რუსული თანხა შემოედინება.

ცოტა ხანში გაბანტავენ ქვეყანას და არანაირი აქცია ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს აღარ უშველის, რადგან საქართველოში დასვეს არალეგიტიმური რენეგატი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.