გია ხუხაშვილი:  აქციას ხელისუფლებამ ჭკვიანური ნაბიჯებით უნდა უპასუხოს

გია ხუხაშვილი: აქციას ხელისუფლებამ ჭკვიანური ნაბიჯებით უნდა უპასუხოს

რუსთაველზე მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციას ექსპერტი გია ხუხაშვილი არჩევნების ციკლის გაგრძელებად აფასებს.

"2020NEWS“-სთან საუბარში ხუხაშვილი ქვეყანაში არსებულ საპროტესტო მუხტის გაზრდაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

"არჩევნების ციკლი გრძელდება, რასაც თავისი ბევრი მიზეზი აქვს. საქმე იმაში გახლავთ, რომ "ქართულმა ოცნებამ“ იმდენი სიბრიყვეები გააკეთა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას“ მოქალაქეთა ხმები შემატა და სამასი ათასამდე დასული ხმები ისევ რვაასიათასამდე აიყვანა. ეს მუხტი გაგრძელდება, თუ მმართველმა გუნდმა ჭკვიანური ნაბიჯები არ გადადგა.

აქციის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ“ "ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ უნდა უპასუხოს, მოქალაქეთა პრობლემების აღმოფხვრაზე უნდა იფიქროს და ამ მიმართულებით უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.

ექსპერტმა გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებისთვის 16 დეკემბრამდე მიცემულ ვადა შეაფასა, როგორც ოპოზიციის სურვილი, რომ "ტაფას ყოველთვის ცეცხლი შეუნთონ".

„გასაგებია, აქციის მონაწილეთა სურვილი, მათ უნდათ, რომ მოსახლეობაში შეინარჩუნონ მუხტი და ამის გამო 16 დეკემბერსაც დაგეგმავენ რაიმეს. თუმცა, ექნებათ თუ არა მხარდაჭერა, ეს პირველ რიგში ხელისუფლებაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.