ზაზა სარალიძე: ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია

ზაზა სარალიძე: ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს მიმართა.

„ამ დღეს ჩემი შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დღეს ჩემს შვილთან ერთად ის საქართველოს ნაწილი მოკვდა, რომლებიც ჩემი შვილის მკვლელებს იცავენ. სამართალმა უნდა იზეიმოს. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია", - თქვა ზაზა სარალიძემ.

რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს.

გუშინ ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. იქ ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.