“ჯონი, თაკო, ირმა, ყველაფერი რიგზე იქნება, მათ არ იციან რამხელა დანაშაული ჩაიდინეს,ასე იქცევიან ხელისუფლებების დაგეშილი მსუბუქი ყოფაქცევის მამრობითი სქესის პატარა კაცუნები !”

“ჯონი, თაკო, ირმა, ყველაფერი რიგზე იქნება, მათ არ იციან რამხელა დანაშაული ჩაიდინეს,ასე იქცევიან ხელისუფლებების დაგეშილი მსუბუქი ყოფაქცევის მამრობითი სქესის პატარა კაცუნები !”

პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში წერს:

ალბათ ეს ის ფარჩაკები არიან, ვინც არც ქუჩაში არ ვარგოდა გუშინ და არც დღეს არ არიან არსად რეალიზებულნი, არცერთი ღირსეული კაცი ასე არ მოიქცევა ქალთან, მითუმეტეს მეუღლის და შვილის თანდასწრებით, ასე იქცევიან ხელისუფლებ(ებ)ის, კერძოდ პოლიციისა და სპეც სამსახურის მიერ წახალისებული ან/და დაგეშილი მსუბუქი ყოფაქცევის მამრობითი სქესის პატარა კაცუნები !

ჯონი, თაკო, ირმა, ყველაფერი რიგზე იქნება, მათ არ იციან რამხელა დანაშაული ჩაიდინეს და მე მსურს ვკითხო ხელისუფლებას, ბოლო-ბოლო თქვით, იცავთ კანონს და მართლწესრიგს, მოსახლეობის უსაფრთხოებას და კანონიერ ინტერესებს, თუ ჩვენ თვითონ მივხედოთ ჩვენივე თავს და თქვენც ?!

იმედი მაქვს უახლოეს საათებში მოხდება სავარაუდო (პრეზუმპციის ხათრით სავარაუდო) დამნაშავეების დაკავება და მათი უმკაცრესად დასჯა !

ველოდები ადეკვატური და უმკაცრეს რეაგირებას ამ საქმესთან და გუშინ, რ2-ის ჟურნალისტის მიმართ ჩადენილი ძალადობის საქმეებზე !