ერთ-ერთ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საკუთარ სტილზე თავად ზრუნავს და ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი მისი ყველაზე დიდი შემფასებელია. თუმცა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ზურაბიშვილი ქართველ დიზაინერებთან ხშირად თანამშრომლობს. მაგალითად, ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილისთვისმან კაბა დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძესთან შეიკერა.
"ჩემი და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის თანამშრომლობა ამ ზაფხულს შედგა. ის ჩვენთან თაკო ჩხეიძის რეკომენდაციით მოვიდა და შვილის - თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილისთვის სამოსი შეიკერა. მისმა ვაჟმა ქორწილი ყაზბეგში გადაიხადა, ქალბატონ სალომეს უშუალოდ ქორწილის დღისთვის კაბა შევუკერეთ, მეორე დღისთვის სამეული შევქმენით.
კიდევ ერთი დიზიანერი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პირადად იცნობს, მაკა ასათიანის საყვარელი დიზაინერი, ჯაბა დიასამიძეა. ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ჯაბა დიასამიძეც საფრანგეთში - ემიგრაციაში გაიზარდა და ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს.
წლების შემდეგ, ჯაბა დიასამიძეზე კიდევ ერთხელ გააკეთა არჩევანი სალომე ზურაბიშვილმა. როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ინაუგურაციაზე ის სწორედ ჯაბას მიერ შექმნილი სამოსით წარსდგება ხალხის წინაშე. კაბის ბოლო დეტალები ახლა სრულდება და უფრო დაზუსტებით ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თავად ჯაბა დიასამიძე ესაუბრა.
"ქალბატონ სალომეს ბავშვობიდან ვიცნობ. ისევე როგორც მისი ოჯახი, ჩემი ოჯახიც საფრანგეთში ემიგრაციაშია და ჩვენც იქედან ვიცნობთ ერთმანეთს. მგონი 17 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შევუკერე კაბა. შავი, ლამაზი კაბა იყო, მაგრამ რომელი ღონისძიებისთვის შევუკერე, არ მახსოვს. ახლა რომელ კაბასაც ვუკერავ, სიმბოლური დატვირთვა ექნება. მეამაყება, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისთვის ინაუგურაციაზე კაბას მე შევქმნი" - განაცხადა ჯაბა დიასამიძემ.