რატომ თვლით ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ფაქტს ძალადობად და არა იმ ძალადობაზე პასუხად რასაც ბოლო წლები ახორციელებდნენ?!

რატომ თვლით ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ფაქტს ძალადობად და არა იმ ძალადობაზე პასუხად რასაც ბოლო წლები ახორციელებდნენ?!

ჯურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის მიმართ ქუთაისის აეროპორტში განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება:

“შეიძლება არც თუ ისე კორექტულად გამომივიდეს ნათქვამი, მაგრამ მინდა მივმართო ჩემს იმ მეგობრებს, რომლებიც ძალიან ჰაეროვნად გმობენ ძალადობას.

კი ბატონო, ძალადობა ნამდვილად დასაგმობია, მაგრამ მაინტერესებს რატომ თვლით ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ფაქტს ძალადობად და არა იმ ძალადობაზე პასუხად, რომელსაც დამარცხებული პოლიტიკური ძალა ამ ბოლო ექვსი წლის მანძილზე ახორციელებდა (ის ცხრა წელიწადი კიდევ სხვა საქმეა)?

მაინტერესებს ამ პათეტიკური შეძახილის დროს, გაკვრით მაინც რატომ არ ახსენებთ იმ ადამიანებს, ვის მიერაც ჩადენილი დანაშაული სახელად – კოჰაბიტაცია ხდება საზოგადოების მხრიდან შესაბამისი რეაქციის რეალური მიზეზი?

აქ არ არის საქმე კონკრეტულად თაკო ჩარკვიანზე, ან კონკრეტულად ვინმე სხვაზე. აქ საქმე ზუსტად იმაშია, რასაც ერთი ჩემი მეგობარი თავის პოსტში წერს: – ეს მოძრაობა (ნაცები), ვინაიდან ვეღარ ძალადობს ხალხზე, ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, სრულიად საზოგაზოებაზე! მათი მიზანი არის ყველანაირი ბინძური ხერხით ადამიანები გატეხონ მორალურად!

სწორედ იმ ფსიქოლოგიურ ძალადობაზეა ვამბობ ახლა მეც, და რომელსაც რაც არ უნდა “პოეტურად და ტოლერანტულად” შევხედოთ, ძალადობის ყველაზე საზიზღარი ფორმაა. ძალადობის რომელიც წესით ხელისუფლებამ უნდა აღმოფხვრას, რომელსაც არამც თუ აკეთებენ, პირიქით, გამამხნევებელი დითირამბებით უფრო და უფრო მეტ გასაქანს ჰპირდებიან.”-წერს გია გაბრიჭიძე.