"მაინც მადლიერი უნდა ვიყო? ეს რა ლოგიკაა" - ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი სოციალური ქსელით აცხადებს, სახელმწიფოს მისი ოჯახის ვალი აქვს და დასახმარებლად სწორედ ამიტომ გაუხდათ საქმე. ის ფაქტობრივად ადასტურებს ყველა ჩამოთვლილ პუნქტს, რაც რუსიკო ყიფიანმა დაუწერა:

"მადლობა-მადლიერება, ხშირად ახსენებენ ამ სიტყვას, სრულიად დეზინფორმირებულნი, ამ საკითხის გარშემო, მინდა, ერთხელ და სამუდამოდ მათ გასაგონად ვთქვა. არავისი არაფერი მართებს ჩვენს ოჯახს, რადგან დიიიიიდი ვალი აქვს სახელმწიფოს პირადად ჩემი ოჯახის, რომელიც "შეიტყაპუნეს" ბატონო! ჰოდა, არავისი დახმარება დასჭირდებოდა  ჩემი ოჯახის, არც ერთ წევრს ბატონო, (მათ შორის, არც მამუკას ოპერაცია) ჩემი ოჯახის ნაშრომი და განადგურებული აღედგინათ და დაებრუნებიათ. არ მინდოდა, მაგრამ მათქმევინეს.

ანგარება ჰქვია მაგას, "ძვირფასო დეზინფორმირებულებო" და  მთელს ქვეყანას თუ გაუცრუე იმედები მოგვატყუე და რუსული კორუფციული მართვის ქვეყანას სთავაზობ ხალხს, ნარკოწარმოებით და ზედ კიდევ თუ პრეზიდენტად, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ავტორს აყოლებ, მაინც მადლიერი უნდა ვიყო? რა საინტერესო "ლოგიკააა" - არ ვიზიარებ საბედნიეროდ!” - წერს ჩარკვიანი.